სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: როგორ დავიცვათ ჩვენი საქართველო?

პროექტის თემა: როგორ დავიცვათ ჩვენი გარემო დაბინძურებისაგან დაცული ტერიტორიები საქართველოში-საუბარი კოლხეთის, ბორჯომ-ხარაგაულის  ეროვნული პარკისა და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ. საქართველოს წითელი წიგნი და წითელი ნუსხა.

პროექტის იდეა: საქართველო მდიდარია ფლორითა და ფაუნით. იმისთვის რომ შენარჩუნებული იქნეს საქართველოს ბიომრავალფეროვნება შექმნილია დაცული ტერიტორიები. ჩვენ განვიხილავთ ნაკრძალებს და ეროვნულ პარკებს, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი ბუნების დასაცავად, რა არის წითელი წიგნი.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს ამ თემების  გაცნობით ჩამოუყალიბდებათ უნარ-ჩვევები, რომლითაც შეძლებენ გააცნობიერონ თავისი ქვეყნის სილამაზე, თუ რამდენად სჭირდება დაცვა ჩვენს ბუნებას.

პროექტის მიზანი: ამ პროექტის მიზანია მოიძიონ და განიხილონ ინფორმაციები დაცული ტერიტორიების, წითელი წიგნის შესახებ, როგორ დავიცვათ ჩვენს ირგვლივ გარემო. ისწავლონ თანამშრომლობა, გუნდური მუშაობა, შეეძლოთ კვლევა და დასკვნების გამოტანა.

მონაწილეთა ასაკი: 12-15 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ამ თემის განხილვისას მოსწავლეებს თავისუფლად შეეძლებათ ისაუბრონ  და აზრი გამოთქვან ქვეყნის ეროვნული პარკების და ნაკრძალების შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია ახლომდებარე კოლხეთის ეროვნული პარკის გაცნობა, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი გარემოს დასაცავად.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, რუკა, აუდიო და ვიდეო მასალა, ფოტოსურათები, მოსწავლის ნახატები.

პროექტის მსვლელობა:

I  აქტივობა - მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას, მივცემ ინდივიდუალურ დავალებებს ვინ რას გააკეთებს, სად და როგორ მოიძიონ ინფორმაციები დაცული ტერიტორიების (კოლხეთის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ლაგოდეხის ნაკრძალის), წითელი წიგნის შექმნისა და არსებობის შესახებ.

 I I  აქტივობა - ამ ეტაპზე მოსწავლეები იწყებენ ინფორმაციის შეჯამებას, ანალიზს, ჩანაწერების წერას, ნახატებს, კედლის გაზეთს, პრეზენტაციის ორგანიზებას, საველე კვლევის აღმწერ ფოტომასალას.
III აქტივობა - ექსკურსია დაცულ ტერიტორიებზე, დასუფთავება ჩვენი სოფლის მიმდებარე ტერიტორიის.

 IV აქტივობა - პროექტის შეფასება და მნიშვნელობა.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, ისტორია.

პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი: ნონა ჩაფიძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nonachafidze@gmeil.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nonachafidze.blogspot.com

No comments:

Post a Comment